სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-17 მაისს საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს

14 – 17 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.









 

 

 

 

 

 

წყარო: interpressnews.ge

თრიალეთი TV