შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გერმანიაში 25 წლის ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. 

როგორც გერმანული მედია იტყობინება, ქართველ კაცს 7 ბოთლი ჰქონდა მოპარული.

„ქურდმა გაქცევის პირველი შესაძლებლობა გამოიყენა, მაგრამ სამართალდამცველებმა მისი დაკავება მალევე მოახერხეს. 25 წლის ქართველს გერმანიაში მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა“, – წერს გერმანული მედია.