სამშობლოში დაბრუნებული "ქართული პარტიის" წევრები პროკურატურას მიმართავენ (1)

სოფელ არცევში მცხოვრები 8 პიროვნება, რომლებიც  თავს პოლიტიკური ნიშნით დევნილებად მიიჩნევენ,   წელიწადნახევრის შემდეგ საკუთარ სამშობლოში დაბრუნდნენ. პოლიტდევნილები მთელი იმ დროის განმავლობაში არსებული ზეწოლებისა და შეურაცხყოფისთვის, რაც მათი ოჯახის წევრების მიმართ  ხორციელდებოდა,  სარჩელს ამზადებენ და უახლოეს დღეებში პროკურატურაში შეიტანენ. ქვემო არცევის  8-ვე   მკვიდრი ქართული პარტიის წევრები იყვნენ.  სწორედ ეს გახდა, მათზე დევნის დაწყევისა და  ქვეყნიდან წასვლის მიზეზი. როგორც თავად ყვებიან, მათი სამშობლოში არ ყოფნის პერიოდში, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფებს არ იშურებენ მათი ახლობლების მიმართ.

 

 

Related posts