მიხეილ სააკაშვილი: შემოდგომაზე გამოვუყვანთ წირვას ივანიშვილს და მის რეჟიმს!

“ძალიან დაშინებულია ჯაყო, ცდილობს ყველაფერი სხვას გადააბრალოს, 2030 წლამდე კი აპირებს საქართველოს ძარცვას, მაგრამ ჩვენ, შემოდგომაზე, გამოვუყვანთ წირვას მის მევახშე რეჟიმს და ავიღებთ პასუხისმგებლობას ქართველების კეთილდღეობაზე”- ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც გადაცემა “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” გავიდა.

“სტაგნაცია დასრულდება!
P.S და წინ რომ ეჯდა, ის ნამდვილი ჟურნალისტია თუ მანეკენი?”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

წყარო:  ipress.ge

Related posts