გორის საავმტომობილი გვირაბში გადაადგილება შეიზღუდება

 

 

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88–ე კმ–ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ელექტრო–მექანიკური სისტემების სრულყოფისა და ტესტირების სამუშაოებთან დაკავშირებით, 8 აპრილის 09:00 საათიდან, 16 აპრილის 17:00 საათამდე, გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. თბილისი–ხაშურის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბის გავლით, ხოლო ხაშური–თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარატმენტთან 2012 წლის 17 დეკემბერს  შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის შესაბამისად.

 

 

Related posts