სამართალდამცველებმა გორში, 14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ოჯახის წევრები და სკოლის დირექტორი გამოკითხეს

არსებული ინფორმაციით, გორში, 14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ოჯახის წევრები და სკოლის დირექტორი გამოკითხეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს საქმეზე შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა.

ამასთან, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით მიმდინარე გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე, 14 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფეხსაცმლის ზონრით ჩამომხრჩვალი გუშინ საღამოს იპოვეს.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სახლში მისმა დედამ იპოვა.

წყარო: new.ipn.ge

Related posts