შალვა ნათელაშვილი – ამაზე მეტი უბედურება რა უნდა დაგვემართოს საერთაშორისო არენაზე?!

აგერ, მეტი უბედურება რა უნდა მოხდეს ჩვენთვის საერთაშორისო არენაზე .ეს ბუჩქის ბანდიტი სალვადორის პრეზიდენტს ხვდება, როგორც დამოუკიდებელი იუჟნაია ასეტიას პრეზიდენტი. ახლა პირდაპირ ვეკითხები ამ რკინიგზის ბანდიტ, ამჟამად პრემიერად წოდებულ ბახტაძეს და სრულიად უსახო საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს——-უნდა გავწყვიტოთ თუ არა იურიდიულად დიპლომატიური ურთიერთობა სალვადორთან? თუ ამ ტერიტორიათა დამოუკიდებლად აღიარების ახალ ტალღას ელოდებით ლათინურ ამერიკაში და არა მხოლოდ? რატომ არ ითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევას ამ ფაქტზე მაინც? ალბათ ტრადიციულად პუტინმა აგიკრძალათ ივანიშვილის პირით ხომ? ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც რა თქმა უნდა თუ გვყავს ასეთი,-” წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში

Related posts