ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რეგიონის მედ-პერსონალს შეხვდა

დღეს კლინიკა “გორ-მედში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა. კახა საკანდელიძე  გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის საავადმყოფოების  მედ-პერსონალს  შეხვდა და რეგიონში, ჯანდაცვის სფეროში  არსებული პრობლემები მოისმინა. მედიკოსებმა მინისტრის მოადგილესთან ძირითადად საყოველთაო დაზღვევასის საკითხებზე, ხელფასებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და  სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილეს დღეს ქარელის ადითი ჯგუფის კლინიკის ხელმძღვანელიც ესაუბრა, ზაქარია მეყანწიშვილმა განმარტა, რომ საავადმყოფოს  დავალიანება  400-ი ათას ლარს აღემატება. როგორც საკანდელიძემ განაცხადა, სამინისტროს თანამშრომლები რეგიონებში პერიოდულად ჩადიან და ახალი პროექტების განხორციელების პროცესს აკვირდებიან,  ეცნობიან არსებულ სიტუაციას და  გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ. დღესვე გადაწყდა საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც ამ სფეროში არსებულ პრობლემებს შეისწავლის და მათი  გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.

 

 

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: