ხაშურის მუნიციპალიტეტი-ოკუპანტების მორიგი სამიზნეა

ეს კადრები ხაშურის მუნიცუიპალიტეტში სოფელ წაღვლის ტყეშია გადაღებული სადაც კარგად ჩანს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადეგნელბის მიერ მონიშნული ხეები. ოკუპანტები ტერიტორიის მიტაცებას აპირებენ. მონიშვნითი სამუშაოები მათ რამდენიმე დღის წინ დაასრულეს. ინფორმაცია ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიამ გაავრცელა და კადრები ორგანიზაციამ მოგვაწოდა. ლაშა ბერულავა ვარაუდობს რომ ოკუპანტები ტერიტორიაზე ბანერების მონტაჟს მალე დაიწყებენ.
ჩორჩანის მთებში „ტალკის“ საბადო მდებარეობს, სადაც წარმოება შეჩერებულია. აქვეა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებიც „ქართლი1“ და „ქართლი 2 „ ეს ორი ობიექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ,,ქართლი 2,, ის ელექტრობოძები ოკუპანტებმა 2009 წელსაც ააფეთქეს. ძალა ერთობაშიას წევრი არ გამორიცხავს ობიექტების ოკუპირებასაც.
ხალხს ეშინია, წაღვლის მაცხოვრებლები ამბობენ რომ სამუშაოები ოკუპანტებმა დიდი ხანია დაიწყეს და ახლა ტყეში შესვლას ვეღარ ბედავენ.
მონიშნულ ტყემდე ხელისუფლებას გზა გაჰყავს. ხაშურის მერის წარმოამდეგნელი სოფელ წაღვლში აცხადებს რომ შინაგან საქმეტა სამინისტრო ტყის მიმდებარედ საგუშაგოების გახსნას და პოლიციის ჩაყენებას აპირებს.

Related posts