მდინარე მეჯუდას მოაჯირიდან დეკორატიული ნაწილები მოიპარეს

მოაჯირს, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდინარე მეჯუდას მიუყვება, ყოველდღიურად აკლდება დეკორატიული ნაწილები – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს

 ე. წ. „სფეროები“, რომლის მესამედი ნაწილიღაა დარჩენილი, მოაჯირის საყრდენი სვეტების ზედა მხარესაა მიმაგრებული. გთხოვთ, ნუ დააზიანებთ გარემოს! გოგებაშვილის ქუჩაზე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა.

 

Related posts