ირანში ხაშურელი ქალი გარდაიცვალა. ია გელაშვილი რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფებოდა

ირანში ხაშურელი ქალი გარდაიცვალა. ია გელაშვილი რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფებოდა, ის ოჯახში მომვლელად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით მისი გარდაცვალება ქიმიურმა საწმენდმა საშუალებებმა გამოიწვია. ოჯახის ახლობელი ,,თრიალეთთან,, ამბობს „გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ ვიცით, როგორც გავარკვიეთ საწმენდი საშუალებების შესუნთქვის შედეგად არის გარდაცვლილი, ალბათ მოიწამლა. როგორც გვითხრეს ოჯახმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. კრიჭა შეეკრა,ვეღარ სუნთქავდა და გარდაიცვალა“. 41 წლის გარდაცვლილს ორი 12 და 10 წლის შვილი დარჩა.

ავტორი: მალხაზ მიქელაძე

Related posts