შსს-მ გორში მომხდარ ქურდობის ფაქტებზე 2 პირი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში მომხდარ ქურდობის ფაქტებზე 2 პირი: 1999 წელს დაბადებული თ.პ. და 2000 წელს დაბადებული ლ.ვ. ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.პ.-მ ქალაქ გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ სათავსოში უკანონოდ შეაღწია და იქ არსებულ სხვადასხვა დასახელების საკვებ პროდუქტებს ფარულად დაეუფლა. ლ.ვ.-მ კი შინდისის გზატკეცილზე მდებარე სამშენებლო ბლოკის საამქროდან ელექტროძრავი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ორივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

Related posts