პოლიტიკა

19 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულ ნინო ბერუაშვილს სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
1 წუთის წინ

19 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულ ნინო ბერუაშვილს სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

დაკავებული აქტივისტი ნინო ბერუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

შსს ბერუაშვილს საპროტესტო აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ.

ცნობისთვის, ნინო ბერუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე "ნიღბისმაგვარი საშუალებით სახის დაფარვას" ედავება.

ამ დროისთვის სამართალდამცავებს 5 პირი - საბა ჯაფარიძე, თემურ სარალიძე, თამარ თორთალძე და ნინო ბერუაშვილი ჰყავთ დაკავებული, მათ შორისაა, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილიც.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები