საზარელი ავარია გურიაში – დაღუპულია პატრულის თანამშრომელი

ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის სოფელ გორაბეროჟოულთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც “პრაიმტაიმს” შსს-დან აცნობეს, სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც მეორე, საპირისპირო მხარეს მოძრავ სატვირთოს დაეჯახა, რის შემდეგაც დაეჯახა მსუბუქ მანქანას, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: primetime.ge

Related posts