მინდა შხამიან პეპელას გავიკეთებ, მინდა ნევსიყლაპიას და მინდა კოდალას – ირმა ამბრდნიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი, რომელმაც ,,ნაციონალური მოძრაობა” დატოვა ყურადღების ცენტრში ბროშკით ექცევა, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ეკეთა. ამბარდნიშვილის პიჯაკზე გაკეთებული ნემსიყლაპიას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, პარალელები ქვეყნის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გაავლეს.

,,სალომე ზურაბიშვილს არ ვბაძავ უბრალოდ სოლიდარობა გამოვხატე, იმიტომ რომ ის არის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მართალია არ მიმიცია მე სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა მაგრამ მე ვთვლი, რომ არ შეიძლება ქალზე ასეთი ბულინგის განხორციელება მითუმეტეს ის იყო დევნილების ნაჩუქარი და ამით პრეზიდენტმა პატივისცემა გამოხატა.

როდესაც ქვეყანაში ქალი არის პრეზიდენტი ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია ვიდრე ჟურნალისტმა შეურჩიოს რა უნდა გაიკეთოს და რა არა, გაბუნიას მხრიდან ეს იყო უთავხედობის ბოლო გამოვლინება.

ჯერ ერთი გემოვნებაზე არ დაობენ, მოდის სამყარო მუშაობს რა არის მოდაში პეპელა, დრაკონი თუ ა.შ.  მე მინდა შხამიან პეპელას გავიკეთებ, მინდა ნევსიყლაპიას და მინდა კოდალას, ბუც მაქვს სხავათაშორის. მე რაც მეკეთა საკრებულოს სხდომაზე შეიძლება არ იყო ძვირფასი ნემსიყლაპია, მაგრამ მთავარია შენი ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის რას აკეთებ. ყველა იმ ქალს გაუწია სოლიდარობა ვისაც სახლში ნემსიყალაპიები, ბრძენი ბუები და კუები აქვთ და შიშით დასცქერიან იმას აღარ იციან რა გაიკეთონ. საკრებულოში რომ ვიყავი ყველა იცინოდა, ყველაზე პირველი გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი იყო პეპელა რომ ეკეთა და გააშარჟეს, ხალხი შიმშილით კვდება და მეტი სადარდებელი არ არის” -აცხადებს trialeti.ge-სთან საუბარში ირმა  ამბარდნიშვილი.

Related posts