ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი 32 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას.

თაკო ლომიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი შემთხვევა ხაშურში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქმარმა ცოლს სილამაზის სალონში ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

Related posts