შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„შვილის მკვლელობის შემდეგ, შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია“ – ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გორში შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ მამას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. გამოძიების ინფორმაციით, 39 წლის კობა აწკარუნაშვილს თავში ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა სწორედ მამამ მიაყენა. ცხედარი საწოლში მეზობლებმა იპოვეს.

მოკლულის მამას შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. რა გახდა მამა-შვილს შორის დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.

მამას შვილის მკვლელობისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.