ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გრიგოლიშში, იმ ადგილზე სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა ამ წუთებშ ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მყოფი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება დაჭრილი 28 წლის ალიკა ლაგვილავას ჯანმრთელობის მდგომარეობას, მძიმეა, მას ჩაუტარდა ოპერაცია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას 3 ცეცხლნასროლი ჭრლილობა გულ-მკერდის არეში და თირკმელში აღენიშნება. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულის, ოცნების აქტივისტის, ბეჟან გვაზავას დაკავების პერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ირკვევა სავარაუდოდ ნასვამ მდგომრეობაში მყოფმა ბეჟან გვაზავამ 28 წლის ახალგაზრდას ცეცხლი გრიგოლიშის ცენტრში”ქართული ოცნების” შტაბის წინ გაუხსნა.

წყარო: odishinews.ge

Related posts