ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ზუგდიდში პარტიის მხარდამჭერები დააკავეს. კობა ნაყოფია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მივიდა.

როგორც მან განაცხადა, პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა, მათ შორის არასრულწლოვანიც.

“გავიგე, რომ დაკავებულები არიან ჩვენი წევრები.მოვედი, რომ გავერკვე სიტუაციაში. საარჩევნო გარემო არის საშინელება, მოსყიდვებისა და კრიმინალების ჩარევით მიმდინარეობს არჩევნები”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, დღე ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში. მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში.

თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.

2020news.ge

Related posts