სტიქიით დაზარალებულებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ამ წუთებში ცენტრალური ავტობანის სვენეთის მონაკვეთზე სეტყვის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ ისინი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. აქციის მონაწილებს გზის გადაკეტვის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ.

აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად აქცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ, მათ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თვაზარაშვილი შეხვდა, მერის განცხადებით ზარალის ანაზღაურება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ მოხდება. თავზარაშვილის თქმით სოფლის მეურნეობის მინისტრი დაზარალებულებს 16:00 საათზე შეხვდება.

მას შემდეგ რაც კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს აქციის მონაწილეებმა მათ ცენტრალური ავტობანის გადაკეტვის გადწყვეტილება მიიღეს. აქციის მონაწილეები დაუყონებლივ ითხოვენ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას. სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას და მის ანაზღაურებას.

შეგახსენებთ რომ ორი დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსულმა სეტყვამ 15-მდე სოფელი დააზარალა, განადგურებულია როგორც ხეხილის ბაღები ისე ნათესები.

Related posts