ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დასახელდა

„იმედის კლინიკა“ ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამშობიარო სახლში განმარტავენ, ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებით არ გარდაცვლილა, როგორც ეს მანამდე გახდა ცნობილი.

„ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ნინო ჯაფარიძის გარდაცვალება არ არის დაკავშირებული მშობიარობის შემდგომ გართულებასთან! მოგახსენებთ, რომ ამა წლის 21 მაისს, „იმედის კლინიკაში“ ჩატარებული საკეისრო კვეთის ოპერაციის შედეგად დაიბადა მდედრობითი სქესის ჯანმრთელი ახალშობილი. ოპერაციისა და მის შემდგომ პერიოდში გართულებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაციიდან მეორე დღეს თავი იჩინა პაციენტის დიდი ხნის მძიმე სომატური დაავადებიდან გამომდინარე გართულებამ, რის გამოც იგი დროულად იქნა გადაყვანილი ერთ-ერთ კლინიკაში. მოგვიანებით იქიდანაც მოხდა პაციენტის გადაყვანა სხვა სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც, სამწუხაროდ, ნინო ჯაფარიძე გარდაიცვალა. ნინოს გოგონა – ბარბარე ამ დრომდე „ იმედის კლინიკაში“ რჩება და ჩვენი ნეონატოლოგიური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა! ახალშობილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”- ნათქვამია „იმედის კლინიკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

imedinews.ge

Related posts