სალომე ზურაბიშვილი: სახელმწიფო ენის დაცვა ჩემი კონსტიტუციური ვალდებულებაა

„ჩემთვის, როგორც საქართელოს პრეზიდენტისთვის და როგორც მკარნახობს კონსტიტუცია, ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა სახელმწიფო ენის დაცვა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე – “სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში”.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მთავარი ვალდებულება ენის პოპულარიაციაა.

„ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იქნება და ამდენად ენა არის მთავარი გამაერთიანებელი სახელმწიფოში, საზოგადოებაში და ამიტომ არის ჩვენთვის, ყველასთვის, ასეთი ერისთვის მნიშვნელოვანი. ერისთვის, რომელმაც გამოიარა ამდენი გამოწვევა საუკუნეების განმავლობაში და შეინარჩუნა თავისი ენა, არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ შეძლო და შეინარჩუნა თავის ტერიტორიაზე მრავალი ენა. ამის მიუხედავად, არ დაკარგა არც ერთიანობა, არც თავისი გამაერთიანებელი ტრადიციები და კულტურა, რადგან მეორე მთავარი ნიშანი ენის არის ის, რომ ის არის კულტურის მატარებელი. ენის გარეშე არც კულტურა არ არსებობს. როცა ენა ქვეითდება, კულტურაც ასევე ქვეითდება… დღეს ეს გამოწვევა მთელ მსოფლიოში არსებობს. ყველა ენა არის მთავარი გამოწვევის წინაშე, რომ ის სიმდიდრე, რაც ენას გააჩნია, ვიტყოდი, რომ ყველგან შეტევის ქვეშაა. დღევანდელი ტექნოლოგიები იქნება, გლობალიზაცია თუ სხვადასხვა მოვლენა, გავლენას ახდენს სწორედ ენაზე და ამდენად კულტურაზე. ენა არის სახელმწიფოსთვის, თავის საზღვრების გარეთ ერთგვარი დროშა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


primetime.ge

Related posts