მამაკაცი ველოსიპედიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ფოტო არ ასახავს რეალობას.

 

 

უბედური შემთხვევა მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში.

სოფელ ზესოფელში 76 წლის გერმანელი ტურისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, უცხოელმა ტურისტმა ვარდნის დროს ქვას თავი დაარტყა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

შშს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძოება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: inforustavi.ge

Related posts