რუსთაველის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ბორჯომში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, რუსთაველის ქუჩაზე, ე.წ. „მარადიულ ცეცხლთან“ მოხდა.

სამივე დაშავებული ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 67 წლის ქალის მდგომარეობა მძიმე იყო. 10 და 7 წლის ბავშვების მდგომარეობა კი სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

2020news.ge

Related posts