პოლიტიკა

ლაშა ფარულავა - სინამდვილეში, არ არსებობს არც „იგლ ჰილსის“ პროექტი და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია - არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება და „ქოცური“ გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე
1 წუთის წინ

ლაშა ფარულავა - სინამდვილეში, არ არსებობს არც „იგლ ჰილსის“ პროექტი და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია - არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება და „ქოცური“ გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე

სინამდვილეში, არ არსებობს არც „იგლ ჰილსის“ პროექტი და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია. რეალურად, არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება და „ქოცური“ გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლაშა ფარულავა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არაბული ინვესტიციის ხელშეკრულების პროექტი გაასაჯაროოს.

„ბიძინა ივანიშვილი ერთ დროს ქართველებს დასაქმებას პირდებოდა, დღეს კი მისი პირადი იდეოლოგები ახალგაზრდებს ღიად მოუწოდებენ ემიგრაციაში წასვლისკენ. ამავე დროს, ემიგრანტებს ართმევენ ხმის უფლებას, რადგან მათი მთავარი მიზანი უკვე აღარ იფარება, დაცლილი ქვეყანა, ხალხის გარეშე დარჩენილი საქართველო. იმ დროს, როცა ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა, როცა სამუშაო ძალა მასობრივად გაედინება და ერი ნელ-ნელა იცლება, ასეთ ვითარებაში ამ პროექტის ხელშეკრულების გასაიდუმლოება პირდაპირ მიუთითებს „ქოცური“ რეჟიმის ნამდვილ ამოცანაზე - საქართველო ქართველების გარეშე.

მოვუწოდებ რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად დასაბუთებული ეჭვი ივანიშვილის პირად ინტერესებზე და საზოგადოებრივი სიკეთის კორუფციულად მიტაცებაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება“, - აცხადებს ლაშა ფარულავა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები