ტბის ფსკერზე ფეხბურთელის ცხედარი იპოვნეს

ტბა კომოს ფსკერზე შვეიცარიის ნაკრების 24 წლის წევრის, ფლორიან ისმაილის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა Blick-ი წერს.

ახალგაზრდა ქალი სამაშველო ოპერაციის შედეგად იპოვნეს. სპეციალურმა რობოტმა ის 204 მეტრ სიღრმეში ნახა. ამის შემდეგ ქალის ცხედარი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ოჯახს კი მისი დაღუპვის შესახებ შეატყობინეს.

ისმაილის დაკარგვის შესახებ ცნობა 30 ივნისს გავრცელდა. მისი ერთ-ერთი მეგობრის თქმით, მათ ძრავიანი ნავი იქირავეს და ნაპირიდან 700 მეტრზე შევიდნენ. ფლორიანს დასცხა და ბანაობა გადაწყვიტა. მან რაღაც მანძილზე გაცურა და გაუჩინარდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა მისი პოვნა მხოლოდ 2 დღის შემდეგ შეძლეს.

24 წლის ისმაილი კლუბ „იანგ ბოიზ“-ში 2011 წლიდან თამაშობდა და გუნდის კაპიტანი იყო. 2014 წლიდან კი შვეიცარიის ნაკრების წევრი გახდა.

primetime.ge

Related posts