გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი – გოგიჩა გარდაიცვალა.

მას სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობდა, თუმცა ვერაგი დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

სამწუხარო ინფორმაცია “ბასტი ბუბუს” ხელმძღვანელმა თამარ სხვიტარიძემ გაავრცელა:

“აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.

გოგიჩა გარდაიცვალა.

ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს.”

აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო….

Posted by Tamriko Skhvitaridze on ხუთშაბათი, 04 ივლისი, 2019

Related posts