გურამიშვილის გამზირზე, მოკლული ბიჭები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

primetime.ge -ს ინფორმაციით თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი მოკლული ბიჭები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც მეზობლები ყვებიან, მათ ტყვია შუბლში აქვს ნასროლი.

ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ ორივე ახალგაზრდა მაყუჩიანი იარაღითაა მოკლული, რის გამოც მათ სროლის ხმა ვერ გაიგეს. მათივე ინფორმაციით, ცხედრები ერთ-ერთი მოკლულის მამამ რამდენიმე საათის წინ იპოვა საცხოვრებელ ბინაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რამდენიმე საათის წინ გურამიშვილის 78 ნომერში მოხდა. მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი.

primetime.ge

Related posts