დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში დატოვეს

„13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი „ეთერშია კურიერი 9 საათზე“, – 9-იანი კურიერის გამოშვება დიანა ჯოჯუამ ემოციური ტექსტით დაიწყო.

დღეს კურიერის მთავარი გამოშვება ზუსტად 4 წუთს გაგრძელდა.

„მე დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული ვერანაირი მიზეზით ვერ დავჯდები ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მომსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ „ნახვამდის“… ომი გრძელდება! – დიკა ჯოჯუამ არხი პირდაპირ ეთერში დატოვა.

მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა მიშა სესიაშვილმაც.

„დიახ, მეც დღეს ვტოვებ „რუსთავი 2“-ს… ბრძოლა გრძელდება“

შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ტელეკომპანიის სხვა ცნობილი სახეები გაუშვა.

primetime.ge

Related posts