შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტი კირბალში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტს სოფელ კირბალში მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გინტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.