ხაშურში ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდება

ხაშურში 2020 წლის ბოლომდე ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდება. ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. პროექტი ასევე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (დრენაჟი, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, ელექტრობა) და ტერიტორიის კეთილმოწყობას. მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება. სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვიმაი და პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად მოინახულეს.

 

Related posts