​ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ მოკლა

ხაშურის საავადმყოფოში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი 30 წლის ნათია გოგალაძე გარდაიცვალა.

ქალს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ახლობლების ინფორმაციით, დღეს სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, სადაც განქორწინება ოფიციალურად მოხდებოდა.

გარდაცვლილი დღემდე სილამაზის სალონში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ქალის დაჭრამდე მის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

​როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

წყარო: primetime.ge

 

Related posts