დღეს მართლმადიდებელი ეკლესია გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

18 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მოღვაწის, გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში დილის 9 საათიდან გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელოების ერთობლივი მსახურება მიმდინარეობდა. გრიგოლ ხანძთელი მერვე საუკუნეში მოღვაწე უდიდესი ქართველი წმინდანია, რომელმაც სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარა საფუძველი ტაო-კლარჯეთში, გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ მონასტრები ქართული მწიგნობრობისა და სასულიერო კულტურის უმნიშვნელოვანეს კერებად იქცნენ.

Related posts