შემზარავი ტრაგედია თბილისში ავარიას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

თბილისში, რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი და შუახნის ქალბატონი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაცით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა კლინიკებში უკვე გადაიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. დაშავებულებს შორის 10 წლის მოზარდია.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

primetime.ge

Related posts