მოქალაქეები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსების დამატებას ითხოვენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტები, რომლითაც მოქალაქეები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებით გუნდს და საქართველოს კინოთეატრებს ფილმის ჩვენებების გაგრძელებს სთხოვენ. ამასთან, მოქალაქეები ითხოვენ, რომ ფილმის ჩვენებების პარალელურად შსს-მ უსაფრთხოება უზრუნველყოს.

„8-10 ნოემბერს საქართველოს ყველა კინოთეატრში ანშლაგით ჩაირა ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებებმა. მაყურებელს მხოლოდ ამ სამი დღის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა ენახა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ“. ბილეთები სწრაფად და სრულად გაიყიდა, შესაბამისად ბევრმა კინომოყვარულმა ვერ მოვასწარით ბილეთების შეძენა. ფილმის ნახვის მსურველი და გულშემატკივარი ბევრია, მაგრამ ფილმი ინტერნეტ სივრცეში ლეგალურად ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად არ გვაქვს ფილმის ნახვის სხვა შანსი.

მივმართავთ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” შემოქმედებით გუნდსა და საქართვლოს კინოთეატრებს, გააგრძელონ ფილმის ჩვენებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნვეყლონ უსაფრთხოება და მოგვცენ კინომოყვარულებს შესაძლებლობა, დავუჭიროთ ფილმს მხარი და დიდ ეკრანზე ვუყუროთ არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულ ფილმს“, – წერენ სოციალურ ქსელში მომხმარებლები.

primetime

Related posts