როგორი ამინდია უახლოეს დღეებში მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  15 ნოემბრამდე ამინდის მნიშვნელოვნად გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

გლობალური რუკები გვიჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორია მოქცეულია ატმოსფეროს თბილ ცირკულაციურ პირობებში. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ზამთრის პროცესები ცალკეულ დღეებში გამოვლინდეს.

ნოემბრის თვის წინასწარი პროგნოზით,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვის ბოლომდე თბილი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა მახასიათებელია გარდამავალი ამინდებით, შემოდგომის თბილი და ზამთრის ცივი.

დასავლეთ საქართველოში, ცალკეულ დღეებში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს +23,+25 გრადუსს. (სამეგრელო, იმერეთი, გურია).

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ღამის საათებში შესაძლებელია ცალკეულ დღეებში 0, ან -1 გრადუსამდე ჩამოვიდეს ჰაერის ტემპერატურა.

მთიან და მაღალმთიან რეგიონში დღისით მაქსიმალური ტემპერატურა იქნება თბილი. მთიანეთში +20,+23 გრადუსი, სამხრეთ მაღალმთიანეთში (წალკა, ახალქალაქი, ბაკურიანის მიდამოები) მაქსიმალური  ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. ჩრდილო მაღალმთიანში კი (გუდაური,კობი) +15+17 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, აქ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს +18,+30 გრადუსამდე.

primetime.ge

Related posts