ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.

ოქრუაშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არც ახალი დანაშაულის ჩადენის, არც მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქმეში ახალი არსებითი გარემოება არ გამოვლენილა.

სასამართლო სხდომა 6 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. 18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი გააუქმა.

primetime.ge

Related posts