გლოვა ჩაქვში – მანქანაში, რომელიც ხევში გადავარდა 5 სკოლის მოსწავლე იჯდა (ვიდეო)

უმძიმეს ვიდეო მასალას primetime.ge ავრცელებს ქობულეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულები 11-ე კლასელები არიან. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით 4 გარდაცვლილი ჩაქვის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ხოლო ერთი მათგანი ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე იყო.

გარდაცვლილები არიან: საბა დიასამიძე, ლუკა ზაქარაზე, ნიკა ბეჟანიძე, გიო ფალავანდიშვილი და გიო არძენაძე.

​შეგახსენებთ, რომ ქობულეთში საზარელი ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით ავტომობილი, ხრამში 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც ხუთივე პირი დაიღუპა.

ოჯახის წევრებო ამ წუთებში პროზექტურასთან იმყოფებიან.

Related posts