იმერეთში დიდთოვლობის გამო სპეცტექნიკა საგანგებო რეჟიმით მუშაობს

იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50 – 60 სმ. – ს მიაღწია.

მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დრომდე მოძრაობა არც ერთ საავტომობილო გზაზე არ არის შეჩერებული. ყველაზე რთულ, მუხურა-ტყიბულის მონაკვეთზე, გადაადგილება მხოლოდ დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის შეზღუდული.

იმერეთის მხარის სოფლების გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და დაზიანებულია გარე განათების ბოძები. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.

 

Related posts