პოლიტიკა

გიორგი ბურჯანაძე - აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა - ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!
15 წუთის წინ

გიორგი ბურჯანაძე - აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა - ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!

ივანიშვილის რაზმებმა რუსთაველის გამზირზე მანიფესტანტების წინააღმდეგ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს - ჩემი პირადი გამოცდილება და BBC-ის მტკიცებულებები სრულად მაძლევს იმის საფუძველს, რომ დავიჯერო, რაც დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, “შარშანდელი აქციების დროს უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, როგორც გაზაფხულზე, ისე განსაკუთრებით შემოდგომა/ზამთრის დროს“.

„რამდენჯერმე ლამის გავითიშე და სხვა დამეხმარა გასვლაში. ყელის, თვალების, სახის წვას აღარ ვამბობ, რაც მუდმივად იყო ყოველ საღამოს. ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა მაგის შემდეგ.

ყოველ საღამოს წინა ღამეს გამოყენებული ნივთიერების შემდეგ, რუსთაველის გამზირის რამდენიმე ადგილას ისეთი მძაფრი სუნი იდგა დღეების მანძილზე, რომ გავლისას თვალები და სასუნთქი გზები გვეწვოდა ყველას.

ჩემი პირადი გამოცდილება და „ბიბისის“ მტკიცებულებები სრულად მაძლევს იმის საფუძველს, რომ დავიჯერო, რაც დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია.

ივანიშვილის რაზმებმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს რუსთაველის გამზირზე მანიფესტანტების წინააღმდეგ. როგორც ამ ჟურნალისტური გამოძიებით გამოჩნდა, უპრეცედენტო არაადამიანური მოპყრობა და სხვა შესაძლო საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი დანაშაულებიც ჩაუდენიათ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით“, - წერს ბურჯანაძე.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ “მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი“ უწოდეს“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები