46 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

primetime.ge -ის ინფორმაციით ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე 46 წლის მამაკაცმა საკუთარი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.

 

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Related posts