საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. ამის შესახებ თბილისის ივცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის ნაკადი გაკონტროლდება როგორც ტრანსპორტში, ისე გაჩერებებზე.

„პირველ ეტაპზე არცერთ შემთხვევაში არ გამოგვივა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმ რეჟიმში იმუშაოს, როგორც იანვარში ან გასულ წელს მუშაობდა. გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, იქნება პირბადეები მოთხოვნილი და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება. ჯერჯერობით ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, – განაცხადა ხმალაძემ.

Related posts