თბილისში ყვავის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ყვავის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო. ინციდენტი კოსტავას ქუჩაზე მოხდა, როცა ფრინველი 5 ქალს დაესხა თავს. დაშავებულები „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

ფაქტს კლინიკაში ადასტურებენ

>

„5 ადამიანი შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში ყვავის თავდასხმის შედეგად. მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, გაეწიათ სამედიცინო მომსახურეობა. მათ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ და შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკა დატოვეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობენ „ნიუ ჰოსპიტალის“ პრესცენტრში.

თრიალეთი TV