შემზარავი ტრაგედია – ავტოსაგზაო შემთხვევას 36 წლის ალექსანდრე ბარძიმაძე ემსხვერპლა

36 წლის ალექსანდრე ბარძიმაძე, რომელიც ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ახალციხის სოფელ მუგარეთში ცხოვრობდა.  ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს 

ახალგაზრდა მამაკაცი ბორდიურს პირადი ავტომობილით შეეჯახა, რა დროსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

„გვიან ღამით თავისი მანქანით მიდიოდა, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ავტომობილში მარტო იჯდა…“, – გვითხრეს თანასოფლელებმა.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

primetime.ge

Related posts