კასპში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში საკუთარ საცხოვრებელ სახლში 21 წლის ბიჭი დაღუპული იპოვეს.

ახლობლებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ თუმცა, არ გამორიცხავენ ბიჭის სუიციდს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Related posts