ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა სახის დღესასწაულები ჯერჯერობით ისევ არ არის რეკომენდებული – პაატა იმნაძე

ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა სახის დღესასწაულები ჯერჯერობით ისევ არ არის რეკომენდებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით. სამწუხაროდ ქორწილიც, იუბილეც და ქელეხიც ალკოჰოლის გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, როცა 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ამიტომ ჯერჯერობით ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დიდი ზომის ღონისძიებები ჯერჯერობით არ არის მისაღები“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

Related posts