ხაშურში მომხდარი მკვლელობის დროს, 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

ხაშურში გუშინ მომხდარი მკვლელობის დროს, 40 წლამდე კაცი, ბუხუტი წოწოლაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, წოწოლაშვილი თავის ყოფილ დამსაქმებელთან, სამშენებლო კომპანიაში ღამით, ცივი იარაღით შეიჭრა და იქ მყოფ პირებს ემუქრებოდა. ამის შემდეგ კომპანიის მენეჯერმა თავდაცვის მიზნით წოწოლაშვილის მისამართით გაისროლა და 40 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივების განცხადებით, წოწოლაშვილის ყოფილი დამსაქმებლისგან აინტერესებდა, რატომ გაათავისუფლეს იგი სამსახურიდან. ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი დამსაქმებლისგან კომპენსაციის გადახდას ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობ.

Related posts