შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, Covid-19 თანამშრომლებს ბოლო 24 საათში ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. რაც შეეხება მათ სამუშაო ადგილებს, სამინისტროს ინფორმაციით 10 შემთხვევა აჭარაში, 2 თბილისში, 1 კი სამეგრელოში დაფიქსირდა.

  • 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში;
  • 3 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში;
  • 1 – ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც;
  • 1 – აჭარის პოლიციის დეპარტამენტში;
  • 1 – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში;
  • 2 – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.
  • 1 – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
  • 1 – თბილისში, დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში
  • 1 – სამეგრელოში, განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოში.

სამინისტროს ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და ჩაუტარდათ ტესტები. ასევე, დეიზნფექცია ჩაუტარდა იმ შენობებს, სადაც დაინფიცირებულები სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ.

შსს-ს ინფორმაციით 13-ვე თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია.

Related posts