საოკუპაციო რეჟიმის მხირდან, გრძელდება ადამიანების უკანონო გატაცებები – გიორგი გახარია

გიორგი გახარიას მიმართვა უმაღლესი ტრიბუნიდან, -საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე ოკუპაციაზე და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ შეახსენა საერთაშორისო საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზეც კი არ წყდება ბორდერიზაციის პროცესი საოკუპაციო რეჟიმის მხირდან, გრძელდება ადამიანების უკანონო გატაცებები და დაკავებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, რის ფონზეც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება – შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები. მთავრობის მეთაურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მძიმე ვითარებას და ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა განიცდის. საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საოკუპაციო ხაზზე ჩაკეტილი ე.წ. გადასვლელების პირობებშიც კი, დაეხმაროს საკუთარ მოსახლეობას.

Related posts