შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ისაგან 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ისაგან 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  14 პაციენტს კი ვირუსით ინფიცირება დაუდასტყრდა. ინფიცირებულებს შორის 4 არასრულწლოვანია. მათგან 3 – გორის სასულიორო გიმნაზიის მოსწავლე. კოვიდინფიცირებულებს შორისაა ჟურნალისტიც, რომელიც კოვიდსასტუმროში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის განცხადებით, თვითიზოლაციის რეჟიმისაგან განთავისუფლდა 87 პირი. სართო ჯამში, რეგიონში ახალი კორონავირუსის 163 შემთხვევა დასტურდება. თვითიზოლაციაში რჩება 743 მოქალაქე.

Related posts